LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო ევროპას იპყრობს: EXPOVINA-ზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა

106

უკვე თვეზე მეტია, რაც ევროპის უმდიდრესი ქალაქის – ციურიხის ცენტრალურ ქუჩებსა და სადგურებს ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები ამშვენებენ.

თუმცა ქართული ღვინო მხოლოდ ბანერებზე არ დარჩენილა. 1 ნოემბრიდან ევროპის ყველაზე პოპულარული ღვინის გამოფენა “EXPOVINA” საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, საპატიო სტუმრის სტატუსით მასპინძლობს.

ეს ნიშნავს, რომ 10 ათასობით ვიზიტორი ნახავს და დააგემოვნებს ქართულ ღვინოს, რომელმაც შვეიცარელი იმპორტიორებისგან გამორჩეული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. წინ კიდევ დაახლოებით 10 დღეა (15 ნოემბრამდე).

 

ქართულმა ღვინომ შვეიცარიელები აღაფრთოვანა
და ბევრი ინვესტორი დაანტერესა

 

“EXPOVINA” ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს და იმედია, ძალიან მალე ქართულ ღვინოებს შვეიცარიის მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე ვიხილავთ.

 

EXPOVINA-ზე ქართული ღვინის გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს

 

„EXPOVINA“ წარმოადგენს ყოველწლიურ ღვინის გამოფენას, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გამოფენა ყოველ შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია დაახლოებით 4000 სახეობის ღვინო მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად გამოფენას 65 000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.

 

გამოფენაზე საქართველოდან წარმოდგენილია 25 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებმაც საგამოფენოდ წარადგინეს სხვადასხვა სახის ღვინოები.

 

ციურიხში ბანერებზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით

 

ეს არის ნაბიჯი ამაღლდეს ტურიზმის პოტენციალი
შვეიცარიიდან საქართველოში

 

გამოფენა „EXPOVINA”-ზე საქართველოს მონაწილეობა საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g