LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ენიჭებათ მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსი და ეხმარება თუ არა მათ სახელმწიფო – კანონის პრინციპები

19
abel3

გადაცემა “კანონის ფარგლებში” ამჯერად დაეთმობა ისევ აქტუალურ თემას – უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ, როგორ ხდება ლტოლვილის სტატუსის მიღება, რა განსხვავებაა ლტოლვილის და ჰუმანიტარულ სტატუსებს შორის, რა ვალდებულებას იღებს ამის შემდეგ სახელმწიფო, გადაცემის სტუმარია “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი აბელ გეგია.

პირველ რიგში გვითხარით, რა განსხვავებაა სტატუსებს შორის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი რას ნიშნავს

– ადამიანს შეუძლია სამი სტატუსი მოითხოვოს: ლტოლვილის, ჰუმანიტარული და დროებითი დაცვის სტატუსი. უკრაინაზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე მეტად მიესადაგება ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის სტატუსი. რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსს, ეს მოქალაქემ საზღვარზე უნდა დააფიქსიროს, შემდეგ კი ეს მოთხოვნა საემიგრაციო სამსახურს გადაეცემა. ეს რომ დააკმაყოფილოს, ის თავის სახელმწიფოში უნდა იდევნებოდეს პოლიტიკური შეხედულების, კანის ფერის, რელიგიის ან სხვა კუთხით. უკრაინელების შემთხვევაში ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნის საფუძველი უფრო არსებობდეს. ამის მინიჭება ხდება იმ დროს, როცა მის ქვეყანაში არის კონფლიქტი, საომარი ვითარების დროს აუცილებელია, რომ განცხადებით მიმართოს პირმა შესაბამის სამსახურს, რომ ქვეყანაში ომია, მისი იქ დაბრუნება საზიანოა, მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

ამ შემთხვევაშიც საზღვარზე აფიქსირებს მოთხოვნას ? შემდეგ რა ეტაპებს გადის

– უმჯობესია, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ ეს საზღვარზე დააფიქსიროს, შემდეგ, მიგრაციის დეპარტამენტს გადაეცემა ეს ინფორმაცია, შემდეგ კი პირებს იბარებენ და გაესაუბრებიან. ორჯერ ხდება გასაუბრება. ერთხელ – ზოგადი, მეორედ – ანკეტირება, ანუ კონკრეტულ ინფორმაციას გამოჰკითხავენ, რომელი ქვეყნიდან არის, რატომ ჩამოვიდა, ოჯახის წევრებს გამოჰკითხავენ და ა. შ. შემდეგ უკვე სანდოობის მომენტია, ანუ რამდენად ენდობა მიგრაციის სამსახური ამ ინფორმაციას. ცხადია, ყველას არ მიანიჭებენ ლტოლვილის სტატუსს. თუ გადაწყვეტენ, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნა რაიმე კუთხით საშიშია, მას უარს ეტყვიან.

რას მიიღებს ამ სტატუსის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ანუ სახელმწიფო რა ფორმით ეხმარება მას

– ისეთი დახმარებაა, უხერხულია ამაზე საუბარი. ეს არის მიზერული –  45 ლარის ოდენობით შემწეობა

საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ შედის ? 

– საცხოვრებლის ნაწილში არსებობს დროებითი თავშესაფრები, ეს არის მცირე რაოდენობით, ამიტომ გაჭირდება ბევრ ადამიანზე ასეთი ტიპის დახმარება. პირველი, რასაც სახელმწიფო აძლევს ადამიანს, ეს არის ლეგალურად ყოფნა, ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც გაძლევენ, თუ ადგილი იქნება, დროებით თავშესაფარს მისცემენ. დანარჩენი უკვე სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

თუ არის შემთხვევა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, საკუთარი თავის უზრუნველყოფა, მაგრამ რამდენიმე თვეში ვეღარ იხდის მაგ. ბინის ქირას, თუ მან ლტოლვილის სტატუსის გამო არ დატოვა ბინა, ეს რამდენად შესაძლებელია

– თუ სახელმწიფო კეთილ ნებას გამოხატავს და მის ბალანსზე არსებულ შენობაში შეასახლებს,  ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვალდებულება არ აქვს. სახელმწიფოს შეუძლია, რომ იგივე ჰუმანიტარული დახმარება გასცეს, გარკვეული პროგრამები ჩამოყალიბდეს და განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ის 45 ლარი კანონით არის განსაზღვრული, მაგრამ ეს მიზერულია. სტატუსის ძირითადი პრინციპი ისაა, რომ როცა უცხო ქვეყნიდან მოქალაქე ჩამოდის და ითხოვს თავშესაფარს, ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს გათვალისწინება

როცა ბინის ქირას ვეღარ იხდის ადამიანი და ამბობს, რომ ლტოლვილია

– თუ დამქირავებელმა თანხა ვერ გადაიხადა, გამქირავებელი სასამართლოში მიდის, რაც დროში იწელება.

ანუ სტატუსი არ აძლევს ადამიანს სახლში დარჩენის უფლებას ? 

– არა. ყველა მოქალაქის უფლება კანონითაა დაცული. ერთი პირის უფლება რომ დავიცვათ და მეორის შევლახოთ, ასე არ ხდება .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g