შვეიცარიაში, დაახლოებით 5,75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები, სანქციების შედეგად, გაყინულია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, სანქციების სიებში ცალკული პირებისა და ორგანიზაციების პოტენციური დამატებების გამო.
ცნობისთვის, შვეიცარიის ფინანსური ინდუსტრიის ასოციაციის შეფასებით, შვეიცარიის ფარული ბანკები 213 მილიარდ დოლარამდე რუსულ სიმდიდრეს ფლობენ.