LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული დუეტი „პოტაპი და ნასტია“ ყველა რუსულ ჯილდოზე უარს ამბობს და რუსულ ენაზე აღარ იმღერებს

487
patapidanastia

ცნობილი უკრაინული დუეტი „პოტაპი და ნასტია“, რომელიც საქართველოში პირველი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების სტუმარი იყო, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. რეპერი პოტაპი და მისი მეწყვილე ნასტია კამენსკი აცხადებენ, რომ ყველა ტიპის რუსულ კავშირებს წყვეტენ. ისინი აღარ იმღერებენ რუსულ ენაზე დაწერილ სიმღერებს და უკან დააბრუნებენ ყველა პრიზს, რაც რუსეთის ტერიტორიაზე მიიღეს.

„ცოტა ხნის წინ დუეტი ჩავწერე ოლგა ბუზოვასთან, კიდევ კარგი სიმღერა არ გამოვიდა, არც არასოდეს გამოვა, ჩვენ რუსეთთან ყველა ტიპის კონტრაქტს ვწყვეტთ“, – ნათქვამია პოტაპის განცხადებაში, რომელიც ამჯერად ნასტია კამენსკისთან ერთად ესპანეთში იმყოფება.

საინტერესოა, რომ დუეტი „პოტაპი და ნასტია“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია.

ვიდეო: „ჩემი მუსიკა არ გაჟღერდება არც რადიოში, არც ტელეკომპანიაში, რეკლამაში, ფილმებსა და თუ სერიალებში!“ – უკრაინელი მომღერალი, მაქს ბარსკიხი რუსეთის ტერიტორიაზე თავის მუსიკას კრძალავს 

ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამართულ ონლაინ კონცერტზე იმღერეს 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g