უკრაინელი მომღერალი, მაქს ბარსკიხი რუსეთის ტერიტორიაზე თავის მუსიკას კრძალავს. მან განაცხადა, რომ რუსეთში ყველა კონტრაქტს აუქმებს და მის ტერიტორიაზე საქმიანობას წყვეტს. არტისტმა ვრცელი მიმართვა „ინსტაგრამ ლავის“ საშუალებით გაავრცელა.
„მე ოფიციალურად ვკრძალავ რუსეთის ფედერაციაში ჩემს მუსიკას – მე არ მინდა, რომ ის რადიოებში, რეკლამებში, ფილმებსა თუ სერიალებში ჟღერდეს, ქვეყანაში, რომელმაც უკრაინაში ომი გააჩაღა. მოვუწოდებ ჩემ უკრაინელ კოლეგებს, ანალოგიურად მოიქცნენ“, – ამბობს მუსიკოსი.
გამომწერების კითხვაზე, დააბრუნებს თუ არა მოსალოდნელ კონცერტზე გაყიდული ბილეთების თანხას, ის პასუხობს, რომ აპირებს ამ თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.