16 მარტს, მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შესახებ დღეს ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს აცხადებს, შემთხვევას 300 ადამიანი ემსხვერპლა.
“სამწუხაროდ, დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველები ამბობენ, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის დაჯერება არ გვინდა, ბოლომდე გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველამ მოახერხა გაქცევა და გადარჩა, მაგრამ ამ ტერორისტული აქტის დროს, შენობაში მყოფთა სიტყვები საპირისპიროს ამბობს.
მარიუპოლის გულში მდებარე დრამატული თეატრი ყოველთვის ქალაქის სავიზიტო ბარათი იყო. ახლა ის აღარ არის, მის ნაცვლად მარიუპოლის ტკივილის ახალი ადგილი გაჩნდა, რომლის ნანგრევებიც ასობით უდანაშაულო ადამიანისთვის უკანასკნელ თავშესაფარად იქცა”, – წერია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც სოციალურ ქსელში უკრაინის რადაც აზიარებს.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრის შენობა 16 მარტს დაბომბეს. თეატრს 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა რიცხვი დიდი იყო, მოგვიანებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაწყების შემდეგ, აღნიშნეს, რომ თეატრის შენობაში მყოფი ყველა მოქალაქე გადარჩა.
თეატრის შესასვლელთან გაკეთებული იყო წარწერა: “ბავშვები”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში