LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის გეგმაში „ვაგნერის“ წევრები იყვნენ ჩართულები: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი

204
ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სავარაუდო მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული,“ – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მარკიან ლუბკივსკი აკეთებს.

მისი განმარტებით, ზელენსკის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია.

„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ლიდერები: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი. ეს იყო მიზანი და რამდენიმე მათგანი უშედეგოდ გამოგზავნეს უკრაინაში. ყველა დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს,” – აღნიშნა მარკიან ლუბკივსკიმ.

თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ბოევიკებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ მიაკვლია, რომელთაგან რამდენიმე ქვეყნის შიგნით ლიკვიდირებულია.

The Times: ზელენსკის ლიკვიდაციას ორი სხვადასხვა ჯგუფი გეგმავს – სულ მცირე, 3 მცდელობა უკვე ჩაიშალა

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დაჯგუფება დაკავშირებულია კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთან, ევგენი პრიგოჟინის სახელთან, თუმცა ის „ვაგნერთან“ ყველანაირ ურთიერთობას უარყოფს.

TIMES: ზელენსკის მოსაკლავად კიევში კრემლის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g