The Times-ი იუწყება, რომ გასული კვირის განმავლობაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის და მისი მოკვლის სულ მცირე სამი მცდელობა ჩაიშალა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციისთვის გაგზავნეს ორი სხვადასხვა ჯგუფი – დაქირავებულები მებრძოლების კრემლის მიერ მართული კერძო კომპანიიდან – ვაგნერის ჯგუფიდან და ასევე ჩეჩნეთის სპეცრაზმიდან.
ყოველ ჯერზე მკვლელობის მცდელობები აღკვეთილი იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ)
მიერ, რომლის შიგნითაც არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინასთან ომს, წერს ბრიტანული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს წყარო უყვება, რომ “ვაგნერის” დაქირავებულმა რაზმმა კიევში დიდი მსხვერპლი განიცადა. ისინი შეშფოთებულნი იყვნენ, თუ რამდენად ზუსტად განჭვრიტეს უკრაინელებმა მათი ქმედებები.
ჯგუფთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ზელენსკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულობა მათთვის “მოულოდნელი” გამოდგა.
ასევე შაბათს, კიევში ლიკვიდირებულ იქნა ჩეჩენ დაქირავებულთა რაზმი, რომელიც ასევე ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა.
რუსეთ-უკრაინის ომზე განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ აქ.