LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედრომ 11 წლის გოგოს სახეში ესროლა – CNN

192
BeFunky-collage (2)

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას განაგრძობენ. CNN-ის აქვეყნებს სიუჟეტს მარიუპოლში მომხდარ ამბავზე – რუსმა სამხედრომ 11 წლის გოგონას სახეში ესროლა და ახლა, ის ზაპოროჟიის საავადმყოფოში მკურნალობს. CNN გოგონას ბავშვთა კლინიკაში ესაუბრა.

11 წლის ბავშვს 16 მარტს ესროლეს, როდესაც დედასთან და ბებიასთან ერთად ალყაში მოქცეული მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა. ისინი ევაკუაციისთვის განკუთვნილი მანქანით მიდიოდნენ, თუმცა საგუშაგოზე რუსი ოკუპანტები დახვდნენ.

CNN-ის ცნობით, გოგონას საუბარი და გადაადგილება ისევ უჭირს, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

“მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს სახლში დაბრუნდნენ, არ მაინტერესებს სად წავლენ, მაგრამ უკრაინიდან უნდა წავიდნენ”, – ამბობს გოგონა CNN-თან.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსი აგრესორების შეჭრის შემდეგ, 139 ბავშვია დაღუპული, 205-ზე მეტი კი დაშავებული.

უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში – 65, ხარკოვის ოლქში – 45, დონეცკის ოლქში – 53, ჩერნიგოვის ოლქში 38, ნიკოლაევის ოლქში – 29, ლუგანსკის ოლქში – 25, ზაპოროჟიეს ოლქში – 19, ხერსონის ოლქში – 21, დედაქალაქ კიევში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15, სუმის ოლქში – 14.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

magti 5g