LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟირინოვსკის პარტიაში ლიდერის გარდაცვალებას არ ადასტურებენ, მაგრამ მის შემცვლელს ეძებენ

161
jirinovski

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების ფაქტს. არადა გასულ კვირას ყველა მედია საშუალება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა. მოგვიანებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ის ცოცხალია.

დღეს კი გამოცემა „ვედიმოსტი“ წერს, რომ პარტია „რლდპ“ აქტიურად ეძებს თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს. ჟირინოვსკის შემცვლელებად მიხაილ დეგტიარევი, იასროსლავ ნილოვი, ალექსეი დიდენკო, ანდრეი ლიგავოი და ლეონიდ სლუცკი განიხილებიან. გამოცემა „ვედიმოსტი“ ყველა კანდიდატის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ამ ეტაპზე ინფორმაციას არც ერთი მათგანი არ ადასტურებს, თავად პარტია „რლდპ“ არ უარყოფს, რომ ლიდერს ეძებს, მაგრამ ჟირინოვსკის გარდაცვალებას არ ადასტურებს.

მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც ჟირინოვსკის ჯანმრთელობა აწუხებს, ის ცოცხალია: ვიაჩესლავ ვოლოდინი

„აცადეთ, ადამიანი კვდება“ – ექიმი ჟირინოვსკის მდგომარეობას აფასებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები