LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia კრემლს ჯაშუშური ქსელის აწყობაში დაეხმარა

91
nokia_offices_big

The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ფინური კომპანია Nokia კრემლს ჯაშუშური ქსელის აწყობაში დაეხმარა. დოკუმენტები, რომლებიც 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს, აჩვენებს, რომ Nokia-მ იცოდა, რომ რუსულ ჯაშუშურ სისტემას მართავდა.

გამოცემის ცნობით, ფინური კომპანია ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდა აღჭურვილობას და მომსახურებას რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურისთვის, (FSB) უდიდეს რუსულ მობილურ ოპერატორ კომპანია MTS-თან დასაკავშირებლად.

„ამ თვეში Nokia-მ განაცხადა, რომ შეწყვეტს გაყიდვებს რუსეთში და დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა. თუმცა, ფინურ კომპანიას არ განუმარტავს, რა დაუტოვა რუსეთს: აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აკავშირებს მთავრობის ყველაზე მძლავრ ციფრულ სათვალთვალო ინსტრუმენტს, ქვეყნის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ქსელთან“,- წერს The New York Times.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g