თურქეთის მთავრობამ თანამდებობის პირი სამსახურიდან ღარიბების დაცინვის გამო გაათავისუფლა. საქმე ეხება ხორცისა და რძის საბჭოს (ESK) ხელმძღვანელს, ოსმან უზუნს.
უზუნი მწვავედ გააკრიტიკა თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ მას შემდეგ, რაც მან თურქეთში მძლავრი ინფლაციის ფონზე ESK-ის მაღაზიების პოზიცია დაიცვა, ფასების 48%-იან ზრდასთან დაკავშირებით. „ჩვენი ფასები ძალიან დაბალი იყო, საბაზრო ფასებზე 66%-ით დაბალი. ამგვარად, ძალიან გრძელი რიგები შეიქმნა და ამიტომაც გავზარდეთ ფასები”,- ამბობდა ხორცისა და რძის საბჭოს ხელმძღვანელი 22 მარტს.
აღსანიშნავია, რომ ESK-ს თურქეთში 18 მაღაზია აქვს, სადაც ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომ ფასებში იყიდება, ვიდრე ჩვეულებრივ საცალო სავაჭრო ქსელებში.