ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ვლადიმირ პუტინი რეალურ ინფორმაციას ვერ იღებს.
როგორც CNN წერს, ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ პუტინს დეზინფორმაციას აწვდიან რეალური მდგომარეობის, რუსული არმიის ქმედებების, ასევე ეკონომიკური სანქციებისა და მათი შედეგების შესახებ.
წყაროები აღნიშნავენ, რომ პუტინის სახელისუფლებო წრეს უბრალოდ ეშინია, მას სიმართლე უთხრან.
“ჩვენ გვჯერა, რომ პუტინს მისი მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან და არ იცის, თუ რამდენად ცუდად მუშაობს რუსული არმია და როგორ ზარალდება რუსეთის ეკონომიკა სანქციებით, რადგან მის უფროს მრჩევლებს ძალიან ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმა” – აღნიშნავს CNN-თან ამერიკელი ოფიციალური პირი.
წყაროს განცხადებითვე, ეს შეფასება აშშ-ის დაზვერვის დეკლარირებას ეფუძნება.
ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა დეზინფორმაციის შესახებ შეიტყო, ამან კი გამოიწვია განხეთქილება პუტინსა და რუს თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის.