LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ჩერნიგოვის მახლობლად მოხალისეების კოლონა დაცხრილეს – დაღუპულია ერთი ადამიანი

132
image_2022-03-31_195642

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის მახლობლად მოხალისეების კოლონა დაცხრილეს. უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, მტრის სამიზნე 5 ავტობუსი გახდა. დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 ადამიანი.

დენისოვას განცხადებით, რუსები ჰუმანიტარული დერეფნებით, ჩერნიგოვიდან მოქალაქეებს გასვლის საშუალებას არ აძლევენ და ათიათასობით ადამიანი ფაქტობრივად მძევლადაა აყვანილი საჭმლის, წყლისა და გათბობის გარეშე.

მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის საერთაშორისო ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლების მიხედვით, რუსეთის ჯარების კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაულია – ამბობს დენისოვა და გაეროს მიმართავს, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებისას, გაითვალისწინოს ყველა ფაქტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები