„გერმანიამ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების ტანკების მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა“, – ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
საუბარია „ცივი ომის“ პერიოდში აღმოსავლეთ გერმანიაში დამზადებულ Pbv 501 ტიპის 56 ერთეულ ტანკზე.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ტანკები გერმანიამ შვედეთს მიჰყიდა, შვედეთმა კი ჩეხეთს, რომელმაც ეს ტანკები უკრაინას უნდა მიაწოდოს.
„გერმანიის საომარი იარაღის კონტროლის კანონის თანახმად, გერმანიაში წარმოებული ნებისმიერი სახის იარაღის ექსპორტი უშიშროების ფედერალურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს“, – წერს გამოცემა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.