LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: წინ მძიმე ბრძოლები გველის, ახლა ვერ ვიფიქრებთ, რომ ყველა გამოცდა უკვე ჩავაბარეთ

188
Zekensky

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ჩრდილოეთით, ოკუპანტებს ძალები გაჰყავთ.

,,ჩვენი ქვეყნის. გაყვანა ნელია, თუმცა შესამჩნევი. ზოგან მათ ბრძოლებიდან აძევებენ, ზოგან დამოუკიდებლად ტოვებენ პოზიციებს. პირველ რიგში, დაბომბვა შეიძლება გაგრძელდეს. მეორე, მთელ ამ ტერიტორიას ნაღმავენ. ნაღმავენ სახლებს, აღჭურვილობას, გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებსაც კი. ძალიან ბევრი ნაღმია, ძალიან ბევრი სხვა საფრთხეა. ჩვენ წინ მივდივართ, ფრთხილად მივიწევთ და ყველა, ვინც ამ მხარეში ბრუნდება, ასევე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს! ჯერ კიდევ შეუძლებელია, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება. დაველოდოთ ჩვენი მიწის გაწმენდას, დაელოდეთ, სანამ დარწმუნდებით, რომ ახალი დაბომბვა შეუძლებელია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

,,ჩვენი ქვეყნის რუსი სამხედროები დონბასში, ხარკოვის მიმართულებით გროვდებიან, ახალი ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ჩვენ, კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის ვემზადებით. ჩვენ, აუცილებლად ყველა, როგორც შიდა, ასევე გარე შესაძლებლობებს ვიყენებთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: წინ მძიმე ბრძოლები გველის. ახლა ვერ ვიფიქრებთ, რომ ყველა გამოცდა უკვე ჩავაბარეთ. ჩვენ ყველანი ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მაგრამ როცა მოვა, ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა მოდის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g