პოლიტიკური ექსპერტი ირაკლი ლატარია შუალედურ არჩევნებს ეხმიანება და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველგან დამაჯერებლად მოიგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება თანახმაა “ქართულმა ოცნებამ” კვლავ მართოს ქვეყანა.
“ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტია,” – აცხადებს ლატარია.
წარმატება ყველა გამარჯვებულს და ჩემს საქართველოს – წერს ლატარია სოციალურ ქსელში.
,,ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტია! ქართულმა ოცნებამ ყველგან მოიგო დამაჯერებლად. წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ყველა ის უბანი მოიგო, სადაც წაგებულიც კი ქონდათ წინა არჩევნებზე. ასეთი დამაჯერებელი მოგებები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ საზოგადოება თანახმაა, კვლავ მართოს ჩვენი ქვეყანა და ადგილობრივი მმართველობები ქართულმა ოცნებამ და მათმა წარმომადგებლებმა! წარმატება ყველა გამარჯვებულს და ჩემს საქართველოს” – წერს ექსპერტი Facebook-ზე.