LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდარიშვილი: ამ არჩევნებზე, ტრადიციულისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შემცირებულ ვადაში მოვახდენთ წინასწარი შედეგების გამოცხადებას

123
BeFunky-collage (1)

„პირველად ხდება, როდესაც ტექნოლოგიების გამოყენება ფართო მასშტაბით ხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალისხმევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩართულ მხარეებთან ერთად შესაბამისი დაგეგმარებისა და აღსრულების ნაწილში ჩადო, წარმატებით განხორციელდება,“ – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აპარატი ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც დათვლასთან მიმართებაში ცდომილება არ გააჩნია, ამას კი, დღეს კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ყველა ნახავს.

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

„პირველად ხდება, როდესაც ტექნოლოგიების გამოყენება ფართო მასშტაბით ხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალისხმევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩართულ მხარეებთან ერთად შესაბამისი დაგეგმარებისა და აღსრულების ნაწილში ჩადო, წარმატებით განხორციელდება.

2018 წლიდან დღემდე ქვეყანაში ჩატარებულმა ექვსმა პილოტმა, ისევე, როგორც საერთაშორისო ყველა იმ ქვეყნების პრაქტიკამ, სადაც დღეს ტექნოლოგიების გამოყენება ხდება, გვაჩვენა, რომ მათ მნიშვნელოვნად შეუძლიათ გაამარტივონ კენჭისყრის დღის პროცედურები, ამასთან, მინიმუმამდე დაიყვანონ ადამიანური შეცდომები საარჩევნო პროცესში. ის ნოვაცია, რომელიც ჩვენ ამ არჩევნებზე პირველად გვექნება უკავშირდება პლანშეტების მეშვეობით შედეგის პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოგზავნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრადიციულისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შემცირებულ ვადაში მოვახდენთ წინასწარი შედეგების გამოცხადებას და ამის შესაძლებლობა ჩვენ ზუსტად დღეს გვექნება ვნახოთ, თუ დროის რა მონაკვეთში იქნება შესაძლებელი გამოვაქვეყნოთ წინასწარი მონაცემები.

რაც შეეხება აპარატით დათვლილსა და ხელით დათვლილს შორის განსხვავებას, აპარატი ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც დათვლასთან მიმართებაში ცდომილება არ გააჩნია და ამას დღეს ჩვენ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ყველა ვნახავთ. ამასთან, ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოიყენება აპარატი [შედეგების] ხელით გადათვლა მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში დამატებით შემოტანილია გამჭვირვალობისა და საჯაროობის კომპონენტი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვნახოთ შევამოწმოთ აპარატის მიერ დათვლილი მონაცემები ხელით დათვლილ მონაცემებთან მიმართებაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების დისკრეცია, რომ მათ თავიანთი გადაწყვეტილებით ჩათვალონ ან მიიჩნიონ ან არ მიიჩნიონ კონკრეტული ბილეთი ბათილად ან ნამდვილად, ეს კანონმდებლობიდან ამოღებულია. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკა და განვლილი პილოტებიც აჩვენებს იმას, რომ ფაქტობრივად ცდომილება ხელით დათვლილსა და აპარატით დათვლილს შორის არ იარსებებს მცირედი პროცენტის გარდა და ეს მცირედი პროცენტიც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ კონკრეტულ ბათილ ბიულეტენთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები