პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს. როგორც გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში კაჩინსკიმ განმარტა, აშშ-ის ბირთვული რაკეტების პოლონეთში განთავსება მოსკოვს მნიშვნელოვნად შეაკავებდა.
კაჩინსკის განცხადებით, ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ეს რეალობა შეცვალა.
გამოცემა Welt am Sonntag წერს, აშშ-ის ხელისუფლებას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.