LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ფოჩხუა: „ჩემმა მეუღლემ პირველად მაშინ მიმატოვა, როდესაც ჩვენი შვილი ერთი თვის იყო… მერე უკან დაბრუნდა და შანსი მივეცი, მაგრამ…“

3199
elene

მომღერალი ელენე ფოჩხუა, რომელიც უკვე ექვსი თვეა, ქმარს გაშორდა, „დღის პოსტის“ სტუმარი გახლდათ. მან ისაუბრა იმის შესახებ, რატომ არ უნდა აპატიონ ქალებმა მამაკაცებს დაშვებული შეცდომები თავიდანვე:

„ჩემს მეუღლეს მივეცი შანსი, მაგრამ წავიდა და იმავე ქალბატონთან იქორწინა… ძალიან რთულია, დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან დამამცირებელია როგორც კაცისთვის, როცა მას ცოლი უღალატებს, ასევე ქალისთვის, ზუსტად იგივეა. მიმაჩნია, რომ არ უნდა მეპატიებინა პირველივე შეცდომაზე… ვეძებდი ჩემს შეცდომებს, მაგრამ მართალი გითხრათ, ვერაფერი ვიპოვე. მე ვიყავი მისთვის ძალიან კარგი მეუღლე, მეგობარი, ძალიან კარგი დედა… ესეც იყო და ყველაზე მეტად ამიტომაც დამწყდა გული, რომ არ ვიმსახურებდი… ბავშვებმა, უფროსი ხდება 13 წლის, 4 წლის არის პატარა, დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს გადაწყვეტილებაზე… ახალი შეძენილი მყავდა გაბრიელი, ერთი თვის დაბადებული, როდესაც ჩემი მეუღლე წავიდა და დაგვტოვა სამი თვით. ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის, პირველ რიგში, მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა, სტრესი, უძილობა, ახალი ბავშვი, ცხოვრების ახალი ეტაპი, ბედნიერების შეგრძნება იყო ოჯახში და ამ დროს წავიდა… ყველაზე ძალიან მაშინ გამიჭირდა, ახლა უკვე შეგუებულები ვიყავით. მერე მოვიდა… მივეცით შანსი, დავივიწყეთ ის, რაც იყო. ეს შესაძლებელია. მეხსიერებიდან ამოვიგდე ეს ამბავი, თითქოს არც მომხდარა. მეგონა, ხელმეორედ გავთხოვდი და გავყევი მას. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემთვის აღარავინ არის, ოღონდ მართლა… მოღალატე ყველას უღალატებს. მე ასე მგონია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g