LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: მიზანია, რომ საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე

618
BeFunky-collage (6)

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მტკიცედ დაისახა მიზნად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, -ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram არხზე წერს.

“ეს რთული ამოცანები ერთდროულად არ ხდება და ისინი არ გადაწყდებიან მხოლოდ ბრძოლის ველზე. უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა უმთავრესი მიზანია.

მიზანია თავად უკრაინელების მომავალი თაობების მშვიდობა და შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე”, – წერს მედვედევი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g