გასულ თვეში ჟურნალმა Forbes-მა კოსმეტიკის ბიზნესში გამომუშავებული 900 მლნ. დოლარით კაილი ჯენერი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მეწარმედ დაასახელა, რამდენიმე დღის წინ კი, წარმატებულმა ბიზნესქალბატონმა დებთან და ახლო მეგობრებთან ერთად 21-ე დაბადების დღე აღნიშნა და თაყვანისმცემლების ინტერესიც დააკმაყოფილა, რომელთაც მოსვენებას არ აძლევდა იუბილარის საჩუქრები.
როგორც აღმოჩნდა, პირველმა დაბადების დღე კეილის შეყვარებულმა, 26 წლის რეპერმა ტრევის სკოტმა მიულოცა და თეთრი ვინტაჟური ავტომობილი აჩუქა თავის წითელი ბაფთით. სხვათა შორის, თებერვლის თვეში პირველი ქალიშვილის სტორმის შეძენის შემდეგ, საყვარელ ქალს სკოტმა ძვირფასი Bentley-ც უსახსოვრა, რომელიც 1,4 მლნ. დოლარი დაუჯდა.
მეგობრებისგან საინტერესო საჩუქრად იქცა ვარდისფერი მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა დაბადების დღის ორიგინალური მილოცვით. კრის ჯენერმა კი, ქალიშვილი უზარმაზარი ქეისით გაახარა კოსმეტიკისთვის, რასაც კეილის თაყვანისმცემელთა ხუმრობა მოჰყვა, თითქოს ახალ ქეისში კოსმეტიკის ნაცვლად ჯენერი მილიონებს შეინახავდა.







