ალექსეი ბობროვნიკოვი, რომელიც უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტია და 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომს ბრძოლის ველიდან აშუქებდა, დღეს თავადაც იბრძვის იარაღით ხელში.
ალექსეი ბობროვნიკოვი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და უკრაინაში ქართველ მებრძოლებს, მათ შორის ირპენისთვის ბრძოლაში, ერთ-ერთი მისიის შესრულებისას დაღუპულ დავით რატიანს მადლობას უხდის.
ალექსეი დაღუპულ ქართველებთან ერთად იბრძოდა ირპენში.
“ექვსი წელი ველოდი იმ დღეს, როდესაც შევძლებდი მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას.
ექვსი გრძელი, ჯოჯოხეთური წელი..
მადლობა დავით ქაცარავას, დავით რატიანს, გიგა რობაქიძეს და ყველას, ვინც ჩვენს გარშემოა. ყველას მონიშვნა არ შემიძლია.
ირპენში ჩვენი ორი საუკეთესო მებრძოლი დავკარგეთ. ეს ჩვენი შუალედური გამარჯვებაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი.
ეს დაუნდობელი ომი მანამ არ დასრულდება, სანამ მტერი არ დამარცხდება.
ახლა ისევ მესმის განგაშის ხმები.
დღეს ჩვენ მზად ვართ
კიევი იქნება ყოველთვის, ამიტომ ვართ აქ და ახლა”,- წერს ალექსეი ბობროვნიკოვი.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.