LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამაყობ ჩემი ხალხით, ჯარით, პრეზიდენტით“-  ანდრეი შევჩენკო უკრაინელ ლტოლვილებს ბრიტანეთში საკუთარ სახლს უთმობს

93
shevchenko

უკრაინის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო უკრაინულ გამოცემას ვრცელ ინტერვიუს აძლევს. ლეგენდარული ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის, როგორ უკრაინის მოქალაქისთვის, განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა ომის დაწყების პირველი დღეები. შევჩენკო ყვება, რომ მისი მშობლები დიდხანს იმყოფებოდნენ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, ომის დაწყებიდან მეოცე დღეს მან მოახერხა მათი გაყვანა.

„ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ, ვამაყობ ჩვენი ჯარით, როგორ იცავს ის ჩვენს ქვეყანას, ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით. აუცილებლად მოვიგებთ“, – ამბობს შევჩენკო.

ფეხბურთელი დასძენს, რომ ამჯერად აქტიურად მუშაობს უკრაინელი ლტოლვილების ბრიტანეთში გადაყვანაზე, სადაც ის მათ საკუთარ სახლს დაუთმობს.

ფოტო: „დიახ, მე ცნობილი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ახლა ჩემი საქმე ბავშვების მკვლელობის შეჩერებაა“ – ანდრეი შევჩენკო ინტერვიუს დროს ატირდა

ვიდეო: შევჩენკომ პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა – „ახლობლები მეუბნებიან, იქ რა ხდება…კოშმარია”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g