LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა: ირაკლი კობახიძე

202
ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, „ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა“.

როგორც კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტავს: „მთავარი მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე, საქართველოში მღელვარების გამოწვევა. იმდენად მიეჩვია უკვე საზოგადოება ასეთი ტიპის მცდარ განცხადებებს, რომ საერთოდ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. გათვლა იყო სხვა რამეზე – რომ საზოგადოებაში იქნებოდა განსხვავებული ემოციური ფონი და ისინი რაღაცნაირად მოახერხებდნენ სარგებლის მიღებას. თუმცა ეს გათვლა რეალურად მყარ არგუმენტებზე არ იყო დაფუძნებული და, შესაბამისად, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის“.

magti 5g