„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და ანდობს თავის სურვილს, ჩაწეროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი:
„ჟურნალისტური გამოძიებები, რომლებიც თვეებს მოითხოვს – აი, ასეთ თემებზე ვიმუშავებდი. კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ოცნებაა ამ პროფესიაში, ჩემ მიერ მოძიებული საქმე იყოს რამე ისეთი, რაც დიდი ხანია, დამალულია. ასევე ძალიან მინდა პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა, ყველა კითხვის დასმა და მისთვის თვალებში ყურება მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანაზე ისაუბრებს და მე ყველა დანაშაულს შევახსენებ, რაც ჩაიდინა ქართველი ერის წინაშე. ბევრია ჩემი საოცნებო ინტერვიუ ან სიუჟეტი, თუმცა ახლა ეს არის ყველაზე აქტუალური ჩემთვის“.