„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპარლამენტო ფრაქცია, უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში ყოფნაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
„ამ დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. რაც შეეხება ვიზიტს, მე რა თქმა უნდა ჩავალ კიევში, ჩავალ ბევრჯერ, ბევრჯერ ვიყავი აქამდეც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, მის დელეგაციაში ყოფნა, ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.
ამავე თემაზე: