LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ „ოცნება“ ეცდება დელეგაციაში ჩვენი მონაწილეობა დაბლოკოს, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჩავიდეთ უკრაინაში და ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ: მიხეილ დაუშვილი

223
WhatsApp-Image-2022-04-12-at-2.30.51-PM-2-696x452

“რატომ ზღუდავენ დელეგაციის შემადგენლობას „ქართულ ოცნებას“ რეალური არგუმენტი არ გააჩნია. ეს არის ხელოვნური ბარიერი იმისთვის, რომ შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათთვის კომფორტულია”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ დელეგაციის წევრთა შემადგენლობაში ვერ მოხვდებიან, უკრაინაში მაინც გაემგზავრებიან.

„ჩვენ ვეთანხმებით მოდელს, რომლის მიხედვით ყველა ოპოზიციური პარტია ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს უკრაინაში. თუ „ოცნება“ თავისი ადმინისტრაციული ბარიერებით შეზღუდავს დელეგაციის შემადგენლობას და მონაწილეების რაოდენობას, ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ ალტერნატიული მეთოდით, მრავალპარტიული დელეგაციის გზით მაინც ჩავიდეთ უკრაინაში და დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. თუ „ოცნება“ ეცდება ჩვენი მონაწილეობა დაბლოკოს დელეგაციაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჩავიდეთ და ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ.

რატომ ზღუდავენ დელეგაციის შემადგენლობას „ქართულ ოცნებას“ რეალური არგუმენტი არ გააჩნია. ეს არის ხელოვნური ბარიერი იმისთვის, რომ შექმნან ისეთი სურათი. რომელიც მათთვის კომფორტულია“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.