LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში იმ ხალხთან ერთად წასვლა, ვინც, “წახალისების” შიშით, უკრაინაში გმირულად დაღუპულთა პანაშვიდზე არ მიდის, უბრალოდ ამაზრზენია – უგულავა ოპოზიციას მიმართა

112
764

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერებს მიმართავს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში წასვლა უბრალოდ შეურაცხმყოფელია.

„უკრაინაში იმ ხალხთან ერთად წასვლა, ვინც, “წახალისების” შიშით, უკრაინაში გმირულად დაღუპულთა პანაშვიდზე არ მიდის;

იმ ხალხთან ერთად ბუჩაში ნაწამები ადამიანების საერთო სამარხების პატივის მიგება, ვინც უკრაინაში დაღუპულებს ძმათა სასაფლაოზე უარს ეუბნება!? საერთოდ, ამის განხილვაც კი უბრალოდ ამაზრზენია.

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება: ჩემი შეთავაზება იყო, უკრაინაში ვიზიტისას, ოპოზიცია და უმრავლესობა სამ-სამი წევრით ყოფილიყო წარმოდგენილი

უმორჩილესად გთხოვთ ყველა პარლამენტარს ოპოზიციიდან, შევწყვიტოთ ამ თემაზე ყოველგვარი დისკუსია. ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია“. – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

მდინარაძე: ბავშვური არგუმენტის გამო, “მეც მინდა, მეც მინდა”, გააფუჭებენ ამ თემას – ოპოზიციისგან ველოდებით შეთავაზებაზე პასუხს

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდა, ამჯერად უკრაინის დელეგაციაში წასვლის თემასთან დაკავშირებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g