ბელგოროდში კვლავ დაძაბულობაა – უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრში ორი აფეთქების ხმა გაისმა.
ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ვიდეო და ფოტო კადრებს აქვეყნებენ. უკრაინული მხარე ფიქრობს, რომ ეს მორიგი პროვოკაციაა.
თვითმხილველები კი ვარაუდობენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელგოროდში პანიკაა – ქალაქმა ნებაყოფლობითი სახალხო რაზმის დაკომპლექტება გამოაცხადა.
მანამდე კი, ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებაც, რომ რუსეთი თავის ტერიტორიაზე ანტიუკრაინული ისტერიის გასაღვივებლად ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.