LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივით გამოდის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს

166
8qouzt05vpcxx4h

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნვას სთავაზობს.

“საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება”, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

“შრომის კოდექსში” ცვლილებები, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს მოამზადეს დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g