საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტი შეაფასა. მან რუსლან სტეფანჩუკს დელეგაციის მიმართ გამოჩენილი სითბოსა და კეთილგანწყობისთვის და აღნიშნა, რომ ვიზიტისას კოლეგასთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
„ჩვენ, საქართველო, ვართ განსაკუთრებით მგრძნობიარე, თუკი არის გარკვეული პრეტენზიები, თუკი განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთთან საქართველოს მიმართებას. ქვეყანამ, საქართველომ, რომელმაც 90-იან წლებში ორი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი იყო ჩართული, ასევე 2008 წლის ომი, ჩვენს მიმართ პრეტენზიები და ეჭვები, რომ შეიძლება იყოს რაღაც ბალანსი, დათმობა ან გვერდითი მოლაპარაკებები, რაც სამწუხაროდ, გვესმოდა, რა თქმა უნდა, ასეთი ეჭვების მგრძნობიარეები ვართ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გასაგებიცაა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, რომ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ. სხვა მდგომარეობაში მყოფი და მათ შორის, გამომდინარე განგრძობითი ოკუპაციის გამო, რომელშიც საქართველო იმყოფება რუსეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიმართ რაიმე ასეთი უსაფუძვლო ეჭვის წამოყენებას უნდა უძღოდეს რაღაც ინფორმაცია.
ზოგადად, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის პრობლემაა და განსაკუთრებით კრიზისულ მომენტებში დეზინფორმაცია თავის როლს თამაშობს.
ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი კონტაქტი ჩვენს შორის. სამწუხაროდ, მე ჩემს კოლეგას მანამდე არ ვიცნობდი და ასე დისტანციურად მოგვიწია გაცნობა. თავიდანვე თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გავერკვიეთ ყველა საკითხში. შევთანხმდით იმაზე, რომ თუკი იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ რიგში, ერთმანეთთან მოვიკითხოთ და გადავამოწმოთ ინფორმაცია და აქედან გამოვიტანოთ შემდეგ დასკვნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში.