რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი ნიკა ბელოცერკოვსკაია აცხადებს, რომ თინა კანდელაკის პატრიოტიზმი მოჩვენებითია და მისი სტატუსები აღმაშფოთებელი.
„ის ჭკვიანი გოგოა, მაგრამ მე მაოცებს მისი სახიფათო ორპირობა. მან ყველაფერი იცის. ეს იგივეა, რაც მე ახლა ვთქვა, რომ ფრანგული პროდუქტებისგან მომზადებული კერძი, რეალურად რუსული პროდუქტებისგან მოვამზადე. თინას შეუძლია გაარჩიოს სიმართლე სიცრუისგან, მას ესმის, რა ხდება სინამდვილეში. არ გადავალ პირადში, ვისთან ცხოვრობს თინა, ვის ხარჯზე, მაგრამ მას აქვს არჩევანი – გავიდეს ჩრდილში, დატოვოს თანამდებობა, ან ისაუბროს პატრიოტიზმზე, რომელიც მოჩვენებითია და ბედნიერად ისეირნოს მდიდრულ სახლში“ – ამბობს 51 წლის ბლოგერი.
„რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მოღალატეებსაც კი პატიობს და აძლევს თავშესაფარს“ – თინა კანდელაკი
„უკრაინა ფეიკ სახელმწიფოა“ – თინა კანდელაკი