LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს აპატურაი: რუსეთი უფრო საშიში გახდა, საქართველო ჩვენი პარტნიორია – აქ ვიმყოფები, რომ განვიხილოთ პრაქტიკული ნაბიჯები უფრო მეტის გასაკეთებლად

132
BeFunky-collage (11)

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტი, პარტნიორობის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

როგორც აპატურაიმ ჟურნალისტებს უთხრა, ქვეყანაში იმყოფება იმისთვის, რომ მეტის გასაკეთებლად პრაქტიკული ნაბიჯები განიხილონ.

„რუსეთი გახდა უფრო აგრესიული და საშიში, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ პარტნიორების მხარდასაჭერად, საქართველო ჩვენი პარტნიორია. აქ ვიმყოფები, რომ განვიხილოთ პრაქტიკული ნაბიჯები იმისთვის, რომ ერთად მეტი გავაკეთოთ. სიმართლეა, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია, რაც არ შეცვლილა არის: ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით.

დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ივნისის ბოლოს, ნატოს ლიდერები მადრიდის სამიტზე შეხვდებიან, ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით დაადასტურებენ და საქართველოც ნახსენები აუცილებლად იქნება.“ – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა.

 

mazda magti 5g