LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან თანამშრომელს ყოველ ორ დღეში აქვს weekend, მე კი იგივე შედეგს ვიღებ და მეტსაც, რასაც 5 დღეში ვიღებდი – ქართული კომპანიის დამფუძნებელი

134
ipiccy_image

ჩვენთან თანამშრომელს ყოველ ორ დღეში აქვს weekend, მე კი იგივე შედეგს ვიღებ და მეტსაც, რასაც 5 დღეში ვიღებდი, – ამის შესახებ მეორადი პლასტმასისგან USB კაბელების მწარმოებელი კომპანია „ტენე“-ს დამფუძნებელი ალექსანდრე ლილუაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, 5-დან 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლით, კომპანიის შედეგები გაუმჯობესდა. სამუშაო დღეების შემცირების უპირატესობებზე სანდრო ლილუაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ისაუბრა.

„საქართველოში გვაქვს ძალიან ცუდი აღქმა, როგორ უნდა იმართებოდეს კომპანია და თანამშრომლები. ძირითადად, ცდილობენ მაქსიმუმი გამოწურონ თანამშრომლებისაგან და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. არადა, პირიქით უნდა იყოს, რაც უფრო კმაყოფილი გყავს თანამშრომელი, უფრო მეტია მისი ლოიალობა და მეტ სარგებელს იღებ, შესაბამისად კომპანიასაც უკეთესი შედეგები აქვს. ზუსტად ამ მიდგომიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლებს ჰქონოდათ უფრო მეტი თავისუფალი დრო პირადი ცხოვრებისთვის“, – აღნიშნა „ტენეს“ დამფუძნებელმა “ბიზნეს ფორმულასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g