LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი უსახლკაროა და ხან ერთ მეგობართან ათევს ღამეს, ხან მეორესთან

64
FGMU5XWZ5EI6XDEHVVXSPEMMPA

„ტესლასა“ და SpaceX-ის დამაარსებელი ილონ მასკი უსახლკაროა, ყოველშემთხვევაში ასე ამბობს თავად მილიარდელი.
მასკმა Ted-ის კონფერენციის კურატორს კრის ანდერსონს ინტერვიუ მისცა და დაუზუსტა, რომ საკუთარი უძრავი ქონება არ გააჩნია. ინტერვიუდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ამონარიდი Independent-მა გაავრცელა.

ყოველწლიურად ნაშოვნ მილიონებს ის პირადი ხარჯებისთვის არ იყენებს და ერთადერთი გამონაკლისია პირადი თვითმფრინავი, რაც მას სამუშაოს სწრაფად შესასრულებლად ესაჭიროება. ხოლო როცა ამა თუ იმ ქალაქში უწევს ჩასვლა, როგორც წესი, მეგობრებთან ჩერდება ხოლმე.

მიუხედავად უზარმაზარი ქონებისა, „ტესლას“ დამაარსებელი ამბობს, რომ არ აქვს იახტა და დასასვენებლად მდიდრულ ადგილებსაც არ აკითხავს.

ამასობაში, Bloomberg-ის ინფორმაციით, ილონ მასკის ქონება 251 მილიარდ დოლარს შეადგენს და აშშ-სა თუ მსოფლიოში ის უმდიდრესი ადამიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები