20 აპრილს გიგა ბოკერიამ დაბადების დღე აღნიშნა. მას მეგობრებმა ტორტით მიულოცეს იუბილე.
მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგას ახალგაზრდობის დროინდელი შავ-თეთრი ფოტო სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა და აღნიშნა:
„ასეთი გავიცანი 25 წლის და ახლა ზუსტად ორჯერ დიდია – 50!
იმ გოლის გატანას ვუსურვებ, რისი გატანაც 30 წელზე მეტია, ყველაზე მაგრად უნდა!“

გიგას ფოტოები და მილოცვა გამოაქვეყნა მისმა თანამოაზრემ ნინო ორდენიძემაც:

„ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი 50 წლის გახდა დღეს! ყველაფერი თუ ისე იქნა, რაც გიგამ ტორტის ჩაქრობისას ჩაიფიქრა, მერწმუნეთ, რომ ყველანი მაგრად და მაგარ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. გიგა, გილოცავ დაბადების დღეს!“

