LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მსურს, რომის პაპი ჩამოვიდეს, რათა მან მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სცადოს – ზელენსკი

313
zelele

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში ჩავიდეს და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სცადოს. ამის შესახებ მან კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მსურს, რომ ის (რომის პაპი) ჩამოვიდეს, რათა უკრაინის აღმოსავლეთში ჩვენს ხალხს მხარი დაუჭიროს. მსურს, რომ მან მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სცადოს. მას სწორედ ეს ვთხოვეთ და გარკვეული სიგნალები არის. ჯერ ნაადრევია ამის თქმა, თუმცა ჩვენ მას ველით, რადგან მას სწორედ ეს მისია აქვს – მისია ღმერთისგან. ხალხის დიდი ნაწილი მას ენდობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რომის პაპი ფრანცისკე მხარს უჭერს უკრაინას, გმობს რუსეთის აგრესიას, რისთვისაც ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g