LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ უწმინდეს დღეებში იარაღის მკვლელი ხმაური უფრო გვესმის, ვიდრე ზარების ხმა: რომის პაპი

66
Untitled

რომის პაპმა ფრანცისკემ ლოცვის დროს, წმინდა პეტრეს მოედანზე ომზე ისაუბრა.

“შეჩერების ნაცვლად, ომი გაუარესდა. სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში ჩვენ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას გვაუწყებენ. მე კვლავ ვიმეორებ სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად!“- განაცხადა პაპმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g