LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესაში მოკლული 3 თვის ბავშვის მამა: „მინდა მსოფლიომ გაიგოს, რა დაემართა ჩემს ოჯახს.. ჩემი სამყარო რუსულმა რაკეტამ დაანგრია“

504
BeFunky-collage (8)

უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული 3 თვის ბავშვის მამა, იური გლოდანი BBC-სთან ინტერვიუში შემთხვევის დღეს იხსენებს და აცხადებს, რომ ის საყიდლებზე იყო გასული, როცა რუსული რაკეტა სახლს დაეცა.

BBC-ის კორესპონდენტი 24 აპრილს იურისთან ერთად იმყოფებოდა იმ ბინაში, სადაც იურის 3 თვის შვილი -კირა, ცოლი და სიდედრი, დაიღუპა.

როგორც გამოცემა წერს, იური დანგრეულ სახლში მივიდა, რათა ბინიდან ის ნივთები წაეღო, რაც გადარჩა, მათ შორის ფოტოალბომები.

დანგრეულ სახლში მამამ საკუთარი შვილის საბავშვო ეტლის ნამსხვრევებიც იპოვა.

„ძალიან კეთილი იყო, კისკისა, სიცილი უყვარდა, სიხარულს წვრილმანებში, უბრალო რამეებში პოულობდა. ძალიან უყვარდა ოდესა, მართლა მისი საყვარელი ქალაქი იყო. თქვენ არ იცით, რა კარგად წერდა, როგორი დედა იყო… ვერ წარმოიდგენთ!

ვესწრებოდი მშობიარობას, ბედნიერებისგან ვტიროდი, რომ გოგონა დაიბადა. ძალიან მიჭირს გააზრება, რომ ჩემი გოგონა უკვე აღარ არის. არც ცოლი, არც სიდედრი. 23 აპრილს, ჩემი სამყარო მოკვდა. ის მოკლა რუსულმა რაკეტამ“ – განუცხადა იურიმ BBC-ს.

მან ასევე თქვა, რომ უნდა მსოფლიომ გაიგოს, რა დაემართა მის ოჯახს.

 

იური BBC-ის კორესპონდენტს მოკლული მეუღლისა და ბავშვის ფოტოებს აჩვენებს

იური და მისი ცოლი, ვალერია, ერთად 10 წლის განმავლობაში იყვნენ.

როგორც BBC წერს, იურიმ წამოსვლისას სამგზავრო ჩანთაში ჩალაგებული ბავშვის საფენები მიაწოდა ჟურნალისტებს.

„ეს უკვე აღარაა საჭირო. ეს ბავშვებს გადაეცით, საქველმოქმედო ორგანიზაციებს.“ – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g