LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა

121
mikkllla

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე, საბოლოო მოსმენით 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, საქართველოს სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა სავალდებულო გახდა.

ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება ასევე სავალდებულო გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g