LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალასნაირები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან და შენ ვინ ხარ? ერთი შეუხედავი და უნიჭო ქალი“ –  რუსი ტელეწამყვანი მარგარიტა სიმონიანს

32173
simoniani

რუსი ტელეწამყვანი კატია გორდონი მაქსიმ გალკინის დასაცავად გამოდის და საჯარო სტატუსით მარგარიტა სიმონიანს მიმართავს. სწორედ სიმონიანმა გუშინ, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში გალკინის ორიენტაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან ალა პუგაჩოვაზე ფულის გამო იქორწინა.

„გალკინი გეია, რომელმაც ასაკოვან ქალზე ფულის გამო იქორწინა“ – მარგარიტა სიმონიანი

ეკატერინა გორდონი სოციალურ ქსელში სიმონიანს უსინდისო ადამიანს უწოდებს, რომელსაც პრინციპები არ გააჩნია.

„გუშინ ჩავრთე პირველი არხი და რას ვხედავ, სიმონიანი ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს  მოღალატეებს უწოდებს, ეს იმის გამო, რომ ახლა ისრაელში იმყოფებიან. რუსეთის როგორ გრცხვენიათო კითხულობ და შენ რუსი ხარ? საერთოდ ვინ ხარ? ალასნაირები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან და შენ ვინ ხარ? ერთი შეუხედავი და უნიჭო ქალი“ – წერს კატია გორდონი.

„გინახავთ, როგორი ისტერიკა ემართებათ ქალებს პუტინის დანახვაზე? ის კი გალანტურად უღიმის ყველას“ – მარგარიტა სიმონიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები