LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ შემთხვევაში თუ მიუღებელი წინადადება იქნება, ცხადია მასზე უარს ვიტყვით“ – თბილისის ანძის პროექტზე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

227
ipiccy_image

ამჟამად, თბილისის ანძის საინვესტიციო პროექტზე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, – საკითხზე თბილისის ვიცე მერმა ისაუბრა.

„სატელევიზიო ანძის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის შედეგად კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს – კომპანიამ წინადადება უნდა წარმოადგინოს, მის საფუძველზე კი უნდა დაიდოს განხორციელების დეტალური ხელშეკრულება. კვლევის მიზანი იყო, გამოვლენილიყო ის გარემოებები, რაც საჭიროებს შეცვლას, დაზუსტებას, ან რაიმე პირობის კორექტირებას და ა.შ. მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დასრულდება, მუნიციპალიტეტი ყველა შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს. ჩვენი მიზანია, ეს პროექტი ოპტიმალური სცენარით განხორციელდეს. იმ შემთხვევაში თუ მიუღებელი წინადადება იქნება, ცხადია მასზე უარს ვიტყვით”,- აცხადებს ხმალაძე.

ცნობისთვის, თბილისის ანძის საინვესტიციო პროექტი 2018 წელს დააანონსდა, რომლის კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსტმა“ შეიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g