გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემულ პარტიულ დავალებას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ რაიონულ ორგანიზაციებს უნდა გამოევლინათ ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ცუდს წერდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
„2017-ში „ქართული ოცნების“ პარტიულმა ორგანიზაციებმა მიიღო ასეთი დავალება, გამოვლინდეს ქართული ოცნების მომხრეებს შორის ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ცუდს წერენ პუტინზე და მოხდეს ამ ადამიანების განეიტრალება, ან მათთან საუბარი, მუშაობა, რომ მათ პუტინზე ცუდი არ დაწერონ. ეს დავალება გასცა „ქართული ოცნების“ ცენრალურმა ოფისმა რაიონულ ორგანიზაციებში. პარტიული აქტივის დამუშავება ხდებოდა 2017 წლიდან მოყოლებული… უხსნიდნენ, რომ პარტიის ინტერესებში არ შედის, ელაპარაკებოდნენ“, – განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ დავალებების შესრულებას აკონტოლებს სუსი.