LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას

131
BeFunky-collage (6)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ვირუსის ცირკულაციის სეზონური გახანგრძლივება ქვეყანაში არ გვქონია.

“2022 წელს სხვა ვირუსების მიმდინარეობა უჩვეულოდ გაგრძელდა. 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ცირკულაციის ასეთი სეზონური გახანგრძლივება არ გვქონია.

კერძოდ, ცირკულირებს: გრიპი, განსაკუთრებით H3-ის შტამი, რინოვირუსი, სხვა კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი, ასევე ე.წ. პარაგრიპები, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა.

მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსის ომიკრონი, თუმცა ეს პანიკის საბაბს არ იძლევა”, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე “ინტერპრესნიუსთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g