LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა – პრეზიდენტი ევროკავშირის კითხვარის გადაცემაზე

89
BeFunky-collage (13)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება ევროკავშირის ელჩისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის აუცილებელი, შევსებული კითხვარის გადაცემას და ყველას ულოცავს ამ მნიშვნელოვან მოვლენას.

„დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 2 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები გადასცა.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g