ხაშურში 64 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ჯერ ქალის გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-137-ე გაუპატიურების მცდელობის და 178-ე ძარცვის მუხლით არის დაწყებული.