ტელეწამყვან და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს რამდენიმე დღის წინ 2 წლის შვილი დაეღუპა. ბერია ანდრიას დედა თინათინ ჩხვიმიანი სოციალურ ქსელში მომხდარს გამოეხმაურა.
„ღმერთი არსებობს!
გული მტკივა, უსაშველოდ მტკივა, მაგრამ ზუსტად ვიცი ღმერთი არსებობს, სამოთხე არსებობს იქ არის ჩემი შვილი და კიდევ ბევრი ანგელოზი… დრო მოვა და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით!
ნუგეში სულ სხვა რამაა! ნუ ამძიმებთ…
უფალი არ მიატოვებს მშობლებს!
ამას მე გეუბნებით შვილმკვდარი დედა!
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას“. – წერს ბერი ანდრიას დედა სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ წულუკიძის შვილი კორპუსის მე- 10 სართულიდან გადავარდა.