რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაია ამბობს, რომ ამერიკულ პენსიას იღებს და ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის ამბობს, რომ ამერიკაში გადასახადებს იხდის და ამის გამო მას პენსიას უხდიან.
უსპენსკია უკრაინაში დაიბადა, თუმცა, ომის შესახებ დასმულ კითხვას, უბრალოდ თავი აარიდა: „უკრაინაში დავიბადე, მაგრამ სულ მინდოდა მოსკოვში მეცხოვრა“, – განაცხადა 69 წლის არტისტმა. მისი თქმით, სწორედ რუსეთის სიყვარულის გამო წამოვიდა წლების წინ რუსეთიდან, სადაც როგორც ამბობს, გადასარევად უხდიდნენ.