LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლის ფილმის გადაღებები მსახიობის მორიგი ტრავმის გამო შეჩერდა

66

2017 წლის დეკემბერში ბლეიკ ლაივლიმ გადაღებებზე ხელის ტრავმა მიიღო. შედეგად აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ მასახიობს დამატებითი ჩარევა ესაჭიროება, რის გამოც მისი მონაწილეობით ახალი ფილმის – The Rhythm Section გადაღებები კვლავ შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ პროექტი მარკ ბერნელის  პირველი რომანის ადაპტაციას წარმოადგენს, რომელიც სტეფანი პატრიკის გმირობებზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი, მას შემდეგ, რაც  ახლობლებს ავტოკატასტროფაში დაკარგავს, ღრმა დეპრესიაში ჩავარდება. იგი მთელი მონდომებით ცდილობს გაიგოს, ვინ არის ტრაგედიაში დამნაშავე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები